დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა
08.11.2022
უკან დაბრუნება
დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. “მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის “. აღნიშნულია პრემიერ mინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.