საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით არ ისარგებლონ
08.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით არ ისარგებლონ. საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ რეგისტრირებულ სავალუტო პუნქტებს მიმართონ, პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ქვითარი აუცილებლად მოითხოვონ.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულბთ, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.
ბანკის წარმომადგენლები მეწარმე სუბიექტებსაც მიმართავენ და უკანონო ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მომხმარებლებს კი, მეტი სიფრთხილის გამოჩენას სთხოვენ.