ქუთაისის მერია პოლონეთის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს
08.11.2022
უკან დაბრუნება
სხვადასხვ მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, ქუთაისში ვიზიტის დროს მოინახულეს ე.წ. შინსახკომის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, რომელიც სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს განცხადებას ქუთაისის მერია პასუხობს:
“ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. შინსახკომის ბანაკი და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი,სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ე.წ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს, არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკიდან, იგივე სტუმრები- ელჩიც და ვიცე სპიკერიც არაერთხელ ყოფილან.
ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება და წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის ნაცვლად დელეგაციის მიყვანა მოხდა კერძო ტერიტორიაზე. მითუმეტეს, რომ ვიზიტის მომზადების დროს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სტუმრების მისვლას გეგმავდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად, პროტოკოლით არის განსაზღვრული ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორის მონახულება“. აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.