ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასდროს დადიან
08.11.2022
უკან დაბრუნება
ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასდროს დადიან.
საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და მისი გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება პარტია ნაცმოძრაობის წევრს გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.
ბრალდებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან ქვაჩაკიძე ეხმაურება როგორც ის განმარტავს მის მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფძვლოა.