მდინარე რიონის სანაპირო ზოლის პროექტის ,,შავი ზღვის აუზის დაცვა ერთობლივი ძალისხმევით’’ ფარგლებში დასუფთავდა .
საერთაშორისო აქციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის წარმომადგენლებმა რუმინეთიდან, მოლდოვიდან და სომხეთიდან .
გარემოსდაცვით აქტივობაში 28 და 36 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ჩაერთნენ .
მასშტაბური დასუფთავების აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით შედგა.
ანალოგიური სახის აქტივობა პროექტის პარტნიორ ქვეყნებშიც განხორციელდა.
მდინარე რიონის სანაპირო ზოლის ნარჩენებისგან გათავისუფლება , გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.