შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება
07.11.2022
უკან დაბრუნება
შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრებისას ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში დაიწყო. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.