შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში, სახელმწიფო პროგრამა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გაყიდული სანატორიუმ „თბილისის“ აღდგენისა და 5-ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო
05.11.2022
უკან დაბრუნება
155 სასტუმრო ნომერი, 4 სართულზე განთავსდება, მეხუთე სართული კი სრულად საპრეზიდენტო ნომერს დაეთმობა. სასტუმროში მოეწყობა მაღალი კლასის რესტორნები, რომელიც ნულოვან და მეექვსე სართულებზე განთავსდება, საიდანაც ხედი მთელ წყალტუბოზე იშლება. ამავე სართულზე მოეწყობა ადგილი საქორწილო რიტუალისთვის. ეზოშიღდგებაა შადრევანი, რომელიც სანატორიუმის მოქმედების პირველ წლებში იყო. ასევე, სასტუმროში აუცილებლად მოეწყობა სპა, ოლიმპიური აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საუნები. ტერიტორიაზე იქნება ვერტმფრენის სადგომი და ასაფრენი, რომელითაც სარგებლობა არამხოლოდ ვიზიტორებს შეეძლებათ, არამედ მისი გამოყენება სამაშველო ოპერაციებისთვისაც მოხდება. გრძელვადიან პერიოდში ელექტრომობილების შემოყვანა. , სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, კომპანია „აკამ“ წყალტუბოში საკუთარი მეურნეობების მოსაწყობად დამატებით სასოფლო-სამეურნეო მიწები შეიძინა.