უკრაინაში რუსეთის ომის 255-ე დღეა. ქვეყანაში ისევ აფეთქებების ხმა ისმის. ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე რუსეთი შეტევის ინტენსივობას ზრდის. აგრესორის მიზანი თავდაცვითი ხაზის გარღვევაა, მთავარი სამიზნე კი დონეცკის ოლქია, სადაც რუსული არმია კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობს. სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმით კრემლი ენერგეტიკულ ტერორსაც განაგრძობს. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ქვეყანა უარესის მოლოდინშია.