ოკუპირებულ ცხინვალში ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს
05.11.2022
უკან დაბრუნება
ოკუპირებულ ცხინვალში ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე მუშაობაზე უარი თქვეს . ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორის ალბერტ დუდაევის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია რაც დაახლოებით 350 ლარია.გაფიცულ მძღოლებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ მათი ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.საგზაო ტრანსპორტის სამმართველოში ამჟამად 40-ზე მეტი მძღოლი მუშაობს