შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეკონომიკის მინისტრის მოადგილეის, გენადი არველაძის განცხადებით იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით არიან დაინტერესებულები
02.11.2022
უკან დაბრუნება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეის, გენადი არველაძის განცხადებით იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით არიან დაინტერესებულები. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა. . შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.