უკრაინაში ომის 252-ე დღეა - ოკუპანტებმა 100-ზედ მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით.
რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა.
ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში.
რუსული ჯარები უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კრემენჩუკს დაესხნენ თავს.
მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.