საქართველოს მწერალთა სახლში, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი იხსნება
02.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მწერალთა სახლში, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი იხსნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებას და აქამდე გაუხმაურებელ ისტორიებს გააცოცხლებს.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად’’. საუბარია 90-მდე ცნობილ პოეტსა და მწერალზე, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. მუზეუმისთვის გამოყოფილი ორი ოთახი უნიკალურ მემკვიდრეობას, მათ შორის პირად ხელნაწერებს და ისტორიულ მასალებს აერთიანებს.