ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და "მთავარი არხის" დამფუძნებელი დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საწარმოო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რომელიც ავტომანქანის ეპიზოდს ეხება, მოსამართლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.