შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მარტვილში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა
01.11.2022
უკან დაბრუნება
პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მარტვილში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირდა თავისუფლების, გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები, ბულვარი, 8 შენობა და 3 პარკი 4-წლიანი პროგრამა "განახლებული რეგიონები" საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.