რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი დაბომბეს
29.10.2022
უკან დაბრუნება
რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები დაზიანდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავებმა რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს. მათი თქმით, რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ატერორებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და ახორციელებს გენოციდს