შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფილიპინების სამხრეთ პროვინციებში, ძლიერი ტროპიკული შტორმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
29.10.2022
უკან დაბრუნება
ფილიპინების სამხრეთ პროვინციებში, ძლიერი ტროპიკული შტორმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ტროპიკულ შტორმი „ნოგი“ ჩრდილოეთით, დედაქალაქი მანილასკენ გადაადგილდება. ამ დრომდე, უამინდობას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყოველწლიურად, ფილიპინებზე, 20-მდე ტაიფუნს ან ტროპიკულ შტორმს აღწერენ