სამეთაურო საშტაბო სწავლება III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
17.05.2016
უკან დაბრუნება
III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს.
სამხედრო წვრთნების მიზანი ”დიდგორი-2016”-ის სწავლებისთვის ბრიგადების,ბატალიონების და ასეულების შტაბების მომზადებაა.სწავლების ამოცანაა ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბებში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა, შტაბების მიერ საშტაბო და კრიზისული ვითარების დროს დაგეგმარების ჩატარება და შეკრების მომზადების დონის ამაღლება.
სწავლებას დასავლეთ სარდლობის შტაბიდან გამოყოფილ დამკვირვებლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უწევენ მეთვალყურეობას .სამეთაურო საშტაბო სწავლება III ქვეთი ბრიგადის ტერიტორიაზე 20 მაისამდე გაგრძელდება.