შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თეონა აქუბარდიამ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა
29.10.2022
უკან დაბრუნება
თეონა აქუბარდიამ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად წარმოდგენილია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.