საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის რეფორმაზე მუშაობს
28.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის რეფორმაზე მუშაობს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დადგენს, რომელზეც მაღალ ფასადაც წამლის გაყიდვა 2023 წლიდან აიკრძალება.
ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები რეფორმაზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებსა და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.