შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება
28.10.2022
უკან დაბრუნება
ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ტარიფზე გადაწყვეტილება ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ და არსებული ტარიფები გავაგრძელეთ, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა არ იგეგმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. იგივე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა.