თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში აფეთქება მოხდა
28.10.2022
უკან დაბრუნება
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში აფეთქება მოხდა. ნომერში მოქალაქემ ხელყუმბარა აამოქმედა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა, დაზიანდა შენობაც. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით ფინანსური პრობლემების გამო მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
ექიმის ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. ის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება.