ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე
28.10.2022
უკან დაბრუნება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე, მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული დახმარება კი თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
„ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწვდით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალება – ახლა აქტიურდებიან მოკავშირეები“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემაზე, IRIS-T-ზე ისაუბრა და ასევე ახსენა, აშშ-ისა და რამდენიმე მოკავშირის მიერ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე დაპირება, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები მიაწოდონ.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის მიერ თავდაპირველად მიწოდებულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის სამხედრო კამპანიაში.