უწყვეტი შეტევა სუმის ოლქზე - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები განახორციელეს რეგიონის 5 დასახლებაზე
28.10.2022
უკან დაბრუნება
უწყვეტი შეტევა სუმის ოლქზე - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები განახორციელეს რეგიონის 5 დასახლებაზე.
დაზიანებულია 2 საცხოვრებელი სახლი და ელექტრო გადამცემი სისტემა. მძიმე ვითარებაა ხერსონში - რუსული ძალები აქტიურად ნაღმავენ ოლქის სასაზღვრო ტერიტორიას.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ადგილზე მასშტაბური საბრძოლო ოპერაციებისთის ემზადებიან.
უკრაინის ძალებს გარკვეული წარმატებები აქვთ ლუგანსკის ოლქში _ უკრაინის ჯარმა წარმატებით მოიგერია მტრის შეტევები ორი მიმართულებით და წინ წაიწია.
ოლქში მძიმე ვითარებაა, რეგიონის ყველა გათავისუფლებული სოფელი მიწასთანაა გასწორებული. ცნობილი ხდება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ. ინსპექტირების მიზანია დადგინდეს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის ბირთვული აქტივობა.