ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
26.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს. დაგეგმილია სხვადასხვა თემატური შეხვედრებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანიც დაესწრო.
ფორუმის მიზანია უნივერსიტეტში მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება.