არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისის მერს მორიგ ბრალდებას უყენებს
16.05.2016
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისის მერს მორიგ ბრალდებას უყენებს.გია გოქაძის განმარტებით,მერიამ ხალხისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად გაზეთები კანონდარღვევით დაბეჭდა.გოქაძის თქმით,მერიის მიერ გაზეთის დასაბეჭდად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა,თუმცა მერიამ გაზეთები მაინც დაბეჭდა.ბრალდებას არაკომპეტენტურს უწოდებენ მერიაში.ადმინისტრაციის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით,გოქაძემ მორიგი უცოდინარობა გამოავლინა,როდესაც დეტალურად არ წაიკითხა ”სპა-გე”-ზე გამოცხადებული ტენდერები რადგან პირველი ტენდერი უკვე შედგა შესაბამისად ,გაზეთიც დაიბეჭდა და შემსრულებლებს თანხაც გადაერიცხა.22 აპრილს მეორე დასაბეჭდად 12 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა,პირველ ჯერზე 33 600 გაზეთი დაიბეჭდა,რაც მოსახლეობაში რიგდება ამ დრომდე.