ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკიევიჩის ბიუსტი დაიდგა
26.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკიევიჩის ბიუსტი დაიდგა. ღონისძიებას პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნებს შორის მეგობრობის მნიშვნელობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. დღესვე პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა დამსწრეებს მის მიერ დაწერილი წიგნი “პოლონელი ქუთაისიდან“ საჩუქრად გადასცა. ვლადისლავ რაჩკიევიჩი პოლონეთის დევნილობაში მყოფი ხელისუფლების პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1885 წლის 23 იანვარს ქუთასში დაიბადა და ბავშვობბაც აქ გაატარა. პრეზიდენტობამდე იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლებში, იყო პოლონეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრი.