ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა
26.10.2022
უკან დაბრუნება
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და იმუქრება, რომ მტერს ტყვედ კი არ აიყვანს, არამედ დაწვავს.
"ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია", - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში.