ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია
26.10.2022
უკან დაბრუნება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილე პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის საპარლამენტო ფორმატის მხარდაჭერა ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინსტრუმენტია.