საქართველოს დელეგაცია მესამე დღეა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფება
26.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს დელეგაცია მესამე დღეა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფება. ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები მოლდოველ და ფრანგ კოლეგებს შეხვდნენ.
საუბრის მთავარ თემებად ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა სახელდება. ყირიმის საპარლამენტო პლატფორმის მთავარი სესია ზაგრებში გუშინ გაიმართა. დელეგატებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ლიდერებმა მიმართეს.