ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია უტარდება
26.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია უტარდება. სტადიონის სრული განახლება ევრო 2023-სთვის არის ჩანიშნული. პროექტის მიხედვით დაგეგმილია მოედნის ახალი საფარისა და სარბენი ბილიკების დაგება, ინდივიდუალური სკამების მონტაჟი , შეიცვლება დამცავი მესერის ნაწილიც, ტაბლოს და განათების სისტემა. ქუთაისის სტადიონმა უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვა უნდა დააკმაყოფილოს. პროექტის ღირებულება 1 859 746 ლარს შეადგენს.