შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



29 ოქტომბერს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა 2022” გაიმართება
25.10.2022
უკან დაბრუნება
29 ოქტომბერს ჭიათურაში სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა 2022” გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერის გაცხადებით, თავისი მრავალფეროვნებით, „ჭიათურობა 2022” ადგილობრივებისთვის და სტუმრებისთვის გამორჩეულად საინტერესო იქნება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები, გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა, იმავე დღეს გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.