შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს
25.10.2022
უკან დაბრუნება
ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ცნობილია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წითელი ჯვრის ჩართულობით, გვიან ღამით ერგნეთის ე.წ. გამშვები პუნქტიდან 2 დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ჯერ არ საუბრობენ. ოკუპირებულ ცხინვალში კი ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი დაზიანებები მძიმე და კრიტიკულია.