ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა
25.10.2022
უკან დაბრუნება
ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა. ვერ ვხედავ ამ თემაზე ამდენი ლაპარაკის აუცილებლობას, ვიცი, რომ საგანგებო მნიშვნელობის საკითხები ჰქონდა [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] და არ მგონია, რომ ამ ვიზიტის თემა უნდა გადაიფაროს იმით, შეხვდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციით ის უფლებამოსილებები, ის ვალდებულებები, რომ მაინც და მაინც ეს შეხვედრა შემდგარიყო, მით უმეტეს დროშიც შეზღუდული იყო საკმაოდ“,–.ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტისთვის აზერბაიჯანის პირველი პირის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო.