შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში გრძელდება
25.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში გრძელდება. დღეს ზაგრებში ყირიმის პლატფორმის მთავარი სესია გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა ხორვატიასთან ერთად არის უკრაინაც. მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც საქართველოს პირველი კანონმდებელი ამბობს, მთავარი ტრიბუნიდან ისაუბრებს იმ გზაზე, რაც საქართველომ რუსეთთან ბრძოლაში რამდენჯერმე უკვე გაიარა და იმ გამოცდილებაზე, თუ როგორია რუსული აგრესიის მძიმე შედეგები.