შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში ტრადიცული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართა
25.10.2022
უკან დაბრუნება
ზესტაფონში ტრადიცული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართა ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის განახლებულმა თეატრონმა ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალს ,,სულიკო” უმასპინძლა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განახლებულ სივრცეში მსმენელთა წინაშე, იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ. ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა ,,ზესტაფონი“, ხოლო პირველი ადგილი ანსამბლმა "ხარაგაულის ხმები" მოიპოვეს. ასევე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. მონაწილეებს პროფესიული ჟიური აფასებდა. ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა. , ღონისძიების ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ზესტაფონის მერ ვასილ გველესიანთან ერთად, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში მდებარე ბიუსტი გვირგვინით შეამკო.