“უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო
24.10.2022
უკან დაბრუნება
“უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო. უმეტეს ქალაქებში გათბობა უკვე ჩართულია. ახლა გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი მ³ გაზი გვაქვს და ეს აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის სტაბილურად გადასატანად.” – დაწერა პრემიერმა.
21 ოქტომბერს, უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გაზსაცავებში 14.5 მილიარდი მ³ გაზი იყო დაგროვილი, ხოლო 1 ნოემბერს უკვე 15 მილიარდი მ³ იქნება.