ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო
24.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.