შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონ ქალაქობის" 150-ე საიუბილეო წელი სახალხო , კულტურული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნა
24.10.2022
უკან დაბრუნება
ზესტაფონ ქალაქობის" 150-ე საიუბილეო წელი სახალხო , კულტურული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური მიღება მუნიციპალიტეტის მერიაში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან, მოეწყო რეწვის ოსტატების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებისა და კულტურული სივრცეების გამოფენა, გაიმართა იმერული ღვინის დეგუსტაცია, ასევე ე.წ ფაცხებში წარმოდგენილი იყო გასტრონომიული კუთხე. ღონისძიებების ფარგლებში 9 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა, მათ შორის ზესტაფონის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს. ,,ზესტაფონქალაქობის” ფარგლებში ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა საზოგადოებას საკონცერტო პროგრამა წარუდგინეს.