ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალოს
21.10.2022
უკან დაბრუნება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალოს, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მსჯელობა მიმდინარეობს კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლების აკრძალვაზეც. მისივე თქმით, შესაძლოა აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება 16 წლამდე პირებს შეეზღუდოთ.