გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო
21.10.2022
უკან დაბრუნება
გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს.
როგორც ერთ-ერთი გერმანული გამოცემა იუწყება, ხანძარი ღამით შენობის კედლის გარეთა მხარეს გაჩნდა . პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილები სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.