რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია
21.10.2022
უკან დაბრუნება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.