ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო
21.10.2022
უკან დაბრუნება
ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო. სახაროვის პრემია ევროპის კავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. ნომინანტთა სია 12 ოქტომბერს გამოაცხადა ევროპის პარლამენტმა. ისინი დეპუტატთა ფრაქციებმა და ჯგუფებმა წარადგინეს. დეპუტატებმა უკრაინელთა სიმამაცე რუსეთის აგრესიის წინაშე და ევროპული ღირებულებების მიმართ მათი ერთგულება კიდევ ერთხელ აღნიშნეს.