შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს
20.10.2022
უკან დაბრუნება
იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს. კლინიკის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით ირკვევა, რომ მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის გამოც პაციენტებს ვეღარ გაუწევენ სტაციონალურ მომსახურებებს და აღარ გაკეთდება გადაუდებელი ოპერაციები, კლინიკა მხოლოდ ამბულატორიულ და ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებ იღებს. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი. კლინიკის ექთნები ადასტურებენ, რომ კლინიკამ პაციენტების მიღება 12 საათის შემდგომ შეწყვიტა, თუმცა დახვურის მიზეზი იყო თუ არა რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კლინიკა ვერ ახდენს ინფექციების კონტროლს, არ იციან.