შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსი ოკუპანტები წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაესხნენ თავს
20.10.2022
უკან დაბრუნება
რუსი ოკუპანტები წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაესხნენ თავს, - ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმას კრივი-რიჰში სერიოზული ნგრევა გამოიწვია. უწყების ცნობით, უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემით კი ქვეყნის ტერიტორიას 65-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.