შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს
20.10.2022
უკან დაბრუნება
ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ინტენსიურად ბომბავენ, რის გამოც ათობით ქალაქსა და დასახლებულ რაიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ხელისუფლება მოსახლეობას ენერგიის დაზოგვისა და რთული ზამთრისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ, რის გამოც ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. კრემლის ლიდერის განკარგულებით, უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში, საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.