უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დროს თავისი გამოსვლების კრებულს გამოაქვეყნებს
20.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დროს თავისი გამოსვლების კრებულს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„გზავნილი უკრაინიდან“ მოიცავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პირადად შერჩეულ 16 გამოსვლას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი გამოსვლების კრებული დაეხმარება მკითხველს გაიცნოს უკრაინელები და გაიგოს ქვეყნის მისწრაფებები, პრინციპები და ღირებულებები.
წიგნი ასევე შეიცავს ახალ შესავალს, რომელშიც ზელენსკი მსჯელობს იმაზე, რაც გაიგო საკუთარ თავსა და უკრაინაზე რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.