შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცხრახვარზე საპატრიარქო წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობას ახორციელებს
19.10.2022
უკან დაბრუნება
ცხრახვარზე საპატრიარქო წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობას ახორციელებს..სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს . მთა ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1569 მეტრზე., იმერეთისა და რაჭის საზღვარზე, ნაქერალას უღელტეხილთან, მთიდან იშლება დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები, კარგ ამინდში მოჩანს შავი ზღვა, კოლხეთის დაბლობი და კავკასიონის მუდამ თოვლით დაფარული მწვერვალები. აქ აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი. სალოცავის აგებას უკავშირდება ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მამამ ომში 9 ვაჟი გაგზავნა. მათი მშვიდობით დაბრუნებისთვის კი ამ ადგილას 9 ჯვარი აღმართა და სალოცავი ააგო. ღმერთმა მისი სათხოვარი შეისმინა და ცხრავე ვაჟი უვნებელი დააბრუნა ომიდან. ყოველწლიურად მაისის ბოლო შაბათს იმართება ცხრაჯვარობის დღესასწაული. ვიდეო მასალა აღებულის “ტყიბული ჩემი ქალაქია“-ს ფეისბუქ გვერდიდან.