ომის 238-ე დღეს უკრაინა კვლავ რუსეთის თავდასხმებს იგერიებს
19.10.2022
უკან დაბრუნება
ომის 238-ე დღეს უკრაინა კვლავ რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტთა სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები ხდება, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან.
მასიური დაბომბვის შედეგად წყობიდან არის გამოსული ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ათობით ქალაქსა და დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს