შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარიზის ქუჩებში მასობრივი აქციები დაიწყო
19.10.2022
უკან დაბრუნება
პარიზის ქუჩებში მასობრივი აქციები დაიწყო. მოსახლეობა ფასების ზრდას და კლიმატის ცვლილების გამო, მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს. დემონსტრაციის ორგანიზატორი, მემარცხენე ოპოზიციური ძალაა, რომელსაც ჟან-ლუკ მელენშონი ხელმძღვანელობს. უშიშროების ძალებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხელკეტი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები ბანკში შეიჭრნენ.