შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე ყოფილ თანაგუნდელებს უკანონო ქმედებებსა და შანტაჟში ადანაშაულებს.
19.10.2022
უკან დაბრუნება
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე ყოფილ თანაგუნდელებს უკანონო ქმედებებსა და შანტაჟში ადანაშაულებს. ის საგამოძიებო სამსახურში მისი განცხადების საფუძველზე დაიბარეს. თავდგირიძის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისი პირადი საუბრები მესამე პირზე გაავრცელეს. საკითხზე, გვიან ღამემდე საგამოძიებო უწყებაში იყვნენ ის პირებიც, ვისაც თავდგირიძე ადანაშაულებს, მათ შორის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი. განჩინების საფუძველზე, მათი ტელეფონები ამოიღეს.